2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს.

2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა

მეტის ნახვა