საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, რომელიც გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. ლუქსემბურგელებს ასევე დისკვალიფიკაციის გამო აკლიათ ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს. თამაში „დინამო არენაზე“ დღეს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. სტადიონის კარი მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე 19:00 საათზე გაიღება.

ცნობისთვის, საფეხბურთო მატჩზე UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

მეტის ნახვა