რა ბედი ელის ქობულეთის შუქურას

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას გაუსვა ხაზი. სხდომათა დარბაზში კი ეკრანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფოტო არქივიც უჩვენეს. მიწვეული იყო ვეტერანი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე, რომელმაც თქვა, რომ გამოწვევების წინაშე დგას „შუქურა“, რომელიც ფაქტობრივად დაშლის პირასაა.

ჩელებაძემ ახალი ინიციატივაც გაახმოვანა, რომელიც ქობულეთში სპორტული კლუბ "ჩელეს" შექმნას ისახავს მიზნად. მერის მოადგილის განცხადებით, თვითმმართველობას საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს.

რაც შეეხება შუქურას, დავით ვერულიძემ აღნიშნა, რომ კლუბის ირგვლივ სამართლებრივი დავა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად ისინი ალტერნატიული გზების ძიებას განაგრძობენ.

მეტის ნახვა