"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა - ორი მატჩის ჯამში გუნდი "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა - მერვედფინალში ნეაპოლელები „ბარსელონასთან“ 1:3 (პირველი მატჩი 1:1) დამარცხდნენ.

ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-15 წუთზე გახსნეს, როდესაც ალექს მერეტის კარი ფერმინ ლოპესმა აიღო. 2 წუთში კი კატალონიელთა უპირატესობა ორამდე რაფინიამ გაზარდა.

30-ე წუთზე „ნაპოლის“ ცენტრალურმა მცველმა, ამირ რაჰმანიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მასპინძლების პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დააფიქსირა.

პარალელურად გამართულ კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „პორტუ“ 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. დღეს მეოთხედფინალის საგზურისთვის კიდევ ოთხი გუნდი იბრძოლებს. მილანის „ინტერი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება, დორტმუნდის „ბორუსია“ კი „ეინდჰოვენს“ უმასპინძლებს.

მეტის ნახვა