ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში - "BATUMI OPEN" უმასპინძლა

ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში - “BATUMI OPEN” უმასპინძლა. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 230 სპორტსმენი მონაწილეობდა. გუნდურ პაექრობაში საქართველო I ადგილზე გავიდა.

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა