მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

ჯვართამაღლება

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, დღესასწაული მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.

326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.

მეტის ნახვა