დღეს მარიამობაა

მარიამობა

ფოტო: გუგლიდან

დღეს მარიამობაა - 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო მსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.

მარიამობის დღესასწაულს წინ 2 კვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდა.

მეტის ნახვა