7 დეკემბერი წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა

წმინდა ეკატერინე

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით 305-313 წლებში მას თავი მოკვეთეს.

წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.

მეტის ნახვა