ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. ოპონენტების შეფასებით, სამოქმედო გეგმა ზედაპირულია და კონკრეტულს არაფერს ამბობს. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მისცეს შენიშვნაც, რადგან მან არაფერი თქვა დეოკუპაციის მიმართ საერთო ეროვნული ხედვის შემუშავების შესახებ.

კობახიძეს უთხრეს ისიც, რომ ამ თანამდებობას არ იმსახურებს. მიზეზებად კი გავრილოვის ჩამოყვანა, პარლამენტის სავარძელში ჩასმა, რუსული კანონის ინიციატორობა და მხარდაჭერა დაუსახელეს. მას უწოდეს მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების გამაძლიერებელი და ქვეყანაში, ბოლო პერიოდში გამართული მასშტაბური აქციების გამართვის მიზეზიც.

მეტის ნახვა