ქობულეთის ვიცე მერმა გათამაშებაში 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო

დავით ვერულიძე

TV25.GE-ს ინფორმირებული წყარო ქობულეთის მერიიდან უყვება, რომ ვიცე მერმა "ევროპაბეთში" 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო. ფაქტს დავით ვერულიძე ადასტურებს, თუმცა გვარწმუნებს, რომ პრიზი მამისაა. 

საჯარო მოხელემ ძვირადღირებული ავტომობილის მოგება ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.

"თუ გინდათ დამაბრალეთ, რომ მანქანა მე მოვიგე, არც ესაა პრობლემა. კანონი არ დამირღვევია, ამის უფლება გვქონდა. ოჯახმა მოიგო ავტომობილი, კონკრეტულად მამაზეა საუბარი. მანქანა უკვე გავყიდეთ, რაც დეკლარაციაში ასახულია. თუ ზუსტად მახსოვს და არ ვცდები, 40 ლარიანი ბილეთი გვქონდა," - გვითხრა ქობულეთის მერის მოადგილემ.

დავით ვერულიძე ასევე, განმარტავს, რომ მანქანა გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოიგო.

"მსოფლიო ჩემპიონატის აქტიური გულშემატკივარი ვარ, მათ შორის ოჯახიც. სულ ვუყურებთ, გათაშებაში მამა იყო ჩართული და მოგებაც მისია,"- ამბობს დავით ვერულიძე TV25.Ge-სთან საუბრისას.

მეტის ნახვა