ახალი ამბები • 1714047147
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ევაკუაციაა - რა ხდება ადგილზე?
ახალი ამბები
1711452811
ცრუ განგაში ქობულეთის სკოლებში. მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებში ევაკუაცია შუადღიდან გამოცხადდა. შენობებში ბომბსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, შეტყობინება სკოლების და ბაღების ადმინისტრაციებმა რუსულ ენაზე, ტელეგრამ არხების საშუალებით მიიღეს, რის შემდეგადაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის თქმით, სტანდარტული პროცედურები განხორციელდა, რაც უსაფრთხოების ნორმებით იყო გათვალისწინებული.
აჭარაში ცრუ განგაშის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მანამდე მსგავსი ფაქტი კერძო სკოლასა და მოლებში დაფიქსირდა.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა