მსუბუქი ავტომობილი 20 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიციის ლენტი

მსუბუქი ავტომობილი 20 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა თბილისში, ანა კალანდაძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველთა ცნობით, ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტის ნახვა