ახალი ამბები • 1714047147
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია 31 წლის კაცი
ახალი ამბები
1639032093
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინციდენტი თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილია 31 წლის კაცი. იგი მანქანას მართავდა.
მიმდინარეობს გამოძიება.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა