მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

მატარებელი

ფოტო: მთავარი არხი

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა სოფელ ციხისფერდთან მოხდა. მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და რკინიგზის წარმომადგენლები. ადგილობრივების თქმით, მიზეზი გაუმართავი ლიანდაგია.

რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

მეტის ნახვა