გვიან ღამით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი

გვიან ღამით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ცეცხლი ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

სივრცეში არავინ ცხოვრობს და ის წლების მანძილზე საწყობად გამოიყენებოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. დაუზუსტებელია ზარალის ოდენობაც.

TV25.GE-ის ინფორმაციით, კორპუსის რამდენიმე სართულზე მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდათ.

მეტის ნახვა