ექსკლუზივი: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი თავისუფალია

ექსკლუზივი: ბათუმის ყოფილი მერი თავისუფალია. გიორგი ერმაკოვმა საპატიმრო უკვე დატოვა. ინფორმაცია TV25-ს ერმაკოვის მეგობრებმა და ყოფილმა თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ერმაკოვმა TV25-ს მისცა. თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ ის ნაწილობრივ გაამართლა და ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს.

შეგახსენებთ, გიორგი ერმაკოვი 2019 წლის 30 მაისს, „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავეს. მას მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ.

მეტის ნახვა