ჩაქვის გვირაბში ხანძარი იყო - შედეგად, 2 ადამიანი დაიწვა და გარდაიცვალა

ჩაქვის გვირაბში ხანძარი იყო. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შედეგად, მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. ცეცხლი გაუჩნდა სატვირთოსაც.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ჯგუფს ორი ადამიანი დამწვარი [გარდაცვლილი] დახვდა, ერთმა დაშავებულმა კი სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა.

შსს-სგან დამატებიდან ინფორმაციას ველოდებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-8 ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა