ბათუმში, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ორი დაშავებული კლინიკაში მოათავსეს

პოლიცია, ლენტი

ბათუმში, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თამარ მეფის გამზირზე, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ინფორმაცია დაგვიდასტურეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ერთი დაშავებული მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანეს "მედცენტრში", ერთი კი გულმკერდის ზედაპირული ტრავმით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

მეტის ნახვა