ახალი ამბები • 1714047147
ბათუმში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახალი ამბები
1710747300
ორი ავარია და ორი მსხვერპლი - ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა, რომელსაც საავადმყოფოში მყოფ ჩვილთან რძე მიჰქონდა. შემთხვევა კლინიკა “მედინას” მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა.
მეორე ავარიაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე გარდაიცვალა შუახნის კაცი, რომელსაც ასევე ფეხით გადაადგილდებოდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად იძიებს, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა