ბათუმში, 45 წლამდე ასაკის ქალს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

პოლიცია

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, 45 წლამდე ასაკის ქალს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ადგილზე მისულ დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

[მასალა განახლდება]

მეტის ნახვა