ბაბუამ 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად იძალადა - 55 წლის კაცი დააკავეს

პოლიცია

უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის კაცმა 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად იძალადა. ბრალდებული ბაბუა სამართალდამცველებმა დააკავეს.

სავარაუდო დანაშაული გორის  მუნიციპალიტეტში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 138 მუხლით მიმდინარეობს.

 

წყარო: TV მონიტორინგი

მეტის ნახვა