400-მე სოც. მუშაკი გაფიცვას აანონსებს - რას ითხოვენ დასაქმებულები

მორიგი მასშტაბური გაფიცვა, არასაკმარისი ანაზრაურების მიზეზით. ხელფასის მომატებას ამჯერად, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ითხოვენ. დასაქმებულებმა, გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, უკვე, აცნობეს. დეტალებით ახლა გოგა ანთიძე შემოგვიერთდება.

გასული წლების მსგავსად, სოციალური მუშაკებისთვის, განსხვავებული არც ეს წელი გამოდგა. სოციალური მომსახურეობის საგენტოში დასაქმებულები არასაკმარის ანაზღაურებასა და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, სამსახურიდან ბენეფიციარების დასახმარებლად არაერთ დავალებას იღებენ, თუმცა, საქმის პროცესის განხორციელებისას ხარჯს არა თუ დამსაქმებელი, არამედ თავად სოციალური მუშაკები გასწევენ.

ადამიანები, რომლებიც საზოგადოების დაუცველი ნაწილის უფლებებისთვის იბრძვის, თავად ხდება დასაცავი. აი ასეთი მდგომარეობაა ახლა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში. როგორც უწყების თანამშრომლები ამბობენ, მათ პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო.

სოლიდარობის ქსელის იურისტის განცხადებით, უწყებასთან, მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

ფაქტობრივაად, შეიძლება ითქვას, რომ ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის, მმართველობა კრახით დაიწყო. მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო თემაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორი იქნება უფლებადამცველების გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველები ან მოგვარდება კი, ამ მიმდინარე წელს მაინც, სოციალური მუშაკების პრობლემები? ჯერ არვიცით.

მეტის ნახვა