ყალბი დოკუმენტების დამზადების გამო 3 პირი დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტის დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.

ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, შეიქმნეს დაახლოებით, 2 მილიონ 210 ათას ლარამდე ფიქტიური აქტივი, რაც შემდგომ ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.

გამოძიება გრძელდება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა