სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დარჩა

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დარჩა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს.

დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.

მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთავი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

მეტის ნახვა