ბათუმში, აქციაზე დაკავებული შშმ პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

აქცია

ფოტო: TV25

ბათუმში, აქციაზე დაკავებული შშმ პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან, სოციალურად დაუცველებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა მორიგი  საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილები მსვლელობით რუსთაველის ქუჩისკენ დაიძრნენ და სავალი ნაწილი გადაკეტეს. 

ფაქტმა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. როგორც დაკავებულის დედამ თქვა, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, აქვს ეპილეფსია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა დამძიმდეს.

დედა შვილთან შესვლის ნებართვას და მის გათავისუფლებას ითხოვდა. უარის შემდეგ კი, ის შეუძლოდ გახდა. ქალს სასწრაფოს ჯგუფმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შეგახსენებთ, აქცია მთავრობის სახლთან 15:30 საათზე დაიწყო.

მეტის ნახვა