მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ფრიდონ ხალვაშის მე-4 ჩიხში. დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები, გზის რეაბილიტაციას, წლებია, უშედეგოდ ითხოვენ. ადგილობრივთა თქმით, ამორტიზებული გზის გამო, მუდმივად, იტბორება ტერიტორია და უჭირთ გადაადგილება.

პრობლემის მოგვარების თხოვნით, პასუხისმგებელ უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. როგორც, იქ მცხოვრებლები ამბობენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან, ბოლოს, წინასაარჩევნო კამპანიისას იმყოფებოდნენ და მას შემდეგ, საკითხით აღარ დაინტერესებულან.

ადრესატ უწყებაში საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს.

მეტის ნახვა