ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ერთი მონაკვეთი იკეტება

ფარნავაზ მეფის ქუჩა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ერთი მონაკვეთი იკეტება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. უნდა მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდეს ჭები, აღდგეს დაზიანებული ქვაფენილები.

ამ ეტაპზე, მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე შეიზღუდება. აქ, ქვაფენილის ნაცვლად, ორი ფენა ასფალტი საფარი უნდა დააგონ.

ჯერჯერობის უცნობია რა ვადაში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

[მასალა განახლდება]

მეტის ნახვა