ვისთვის იქნება უფასო პაპილომა ვირუსის ვაქცინა? - ინფორმაცია ქალებისთვის

ქალებისთვის, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზე საქართველოში, საშვილოსნოს ყელის კიბოა. იგი სტრესთან და სოციალური აქტივობის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. პრევენციისთვის შესაბამისი უფასო იმუნიზაცია 2019 წლიდან მოქმედებს. პროგრამა ხელმისაწვდომი აქამდე 18 წლამდე მოზარდებისთვის იყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ზედა ზღვარი 26 წლამდე გაზარდა. შესაძლოა სიახლე საქართველოშიც დაინერგოს. რას ნიშნავს პაპილომა ვირუსი და რატომ არის აუცილებელი იმუნიზაცია? თეო ფუტკარაძე მუშაობს თემაზე.

ჯანდაცვის სამინისტრომ პაპილომა ვირუსზე უფასო იმუნიზაციის ზღვარი 26 წლამდე გაზარდა. აქამდე, პროგრამა 18 წლამდე გოგონებისთვის იყო განკუთვნილი. ახალი გადაწყვეტილება საქართველოში, მალე ამოქმედდება. აცრა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცირებას ახდენს, ჩვენს ქვეყანაში, უფასო, მხოლოდ, 18 წლამდე გოგონებისთვისაა ხელმისაწვდომი. სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინაცია, ფასიანია და ღირებულება დაახლოებით 400 ლარითაა განსაზღვრული. მოქალაქეების სურვილია, რომ ჯანმოს ინიციატივა საქართველოზეც გავრცელდეს.

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში 2019 წლიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მიმართვიანობა  ყოველწლიურად იზრდება, საერთო ჯამში, აცრის მსურველთა მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია. ამ ეტაპზე, გეგმური მონაცემი  50% -ს უტოლდება, ქმედითი შედეგის მისაღწევად კი, განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიაში, საშუალოდ, 90-95% უნდა აიცრას. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობის ზრდისთვის, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. ნანა ჯინჭარაძის თქმით, მოქალაქეები, პაპილომა ვირუსისა და მისი პრევენციისთვის არსებული ვაქცინის შესახებ, ინფორმაციას სრულყოფილად დღემდე არ ფლობენ.

მედიკოსების თქმით, ვაქცინას უკუჩვენება არ ახასიათებს. ვინაიდან, ის ცოცხალი პრეპარატი არაა და მიკრობებს არ წარმოადგენს. იმუნიზაცია, ანტისხეულების გამომუშავებისთვის სრულდება. იმ შემთხვევაში,  თუ კი ქალს, პაპილომა ვირუსი შეხვდება, აცრის შემთხვევაში, ორგანიზმი მას  მარტივად გაუმკლავდება. სტატისტიკის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბო, ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია.

გაეროს მონაცემებით, საქართველოში, ყოველწლიურად, 200 ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით იღუპება. რაც  ძირითად შემთხვევებში, პაპილომა ვირუსითაა გამოწვეული. იმისთვის, რომ  საშიში ვირუსის პრევენცია მოხდეს, მეტი ინფორმირებულობა და იმუნიზაციის პროცესში, საზოგადოების მაღალი ჩართულობაა აუცილებელი.

მეტის ნახვა