"მედია გარემო და მედიის რეგულირება" - ბსუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა

„მედია გარემო და მედიის რეგულირება“ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე უძღვებოდა. განიხილეს თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა და რა არის საჭირო ტელე - რადიო მაუწყებლობის დასაწყებად.

ისაუბრეს იმაზეც, თუ  რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედია სტანდარტის გაუმჯობესების პროცესში.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 5 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში კვლავ გაგრძელდება.

მეტის ნახვა