ეროვნულ გამოცდებზე 19 400-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული - NAEC

ეროვნულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს.

22 მარტის 10:00 საათის მონაცემები ასეთია:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 2 700-ზე მეტმა შეავსო.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე: ww.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას“,- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მეტის ნახვა