ბსუ-ში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და ComCom-ის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

საჯარო ლექციები საქართველოს 7 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება. 

მეტის ნახვა