ბსუ-ს პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნები დაურიგეს

ბსუ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო, "კონსტიტუციური სამართალი" გადაეცათ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა წერს.

მათივე ცნობით, "საჩუქარი" პირველკურსელებს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით გადაეცათ.

"ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის სახელით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს გადაეცა ირაკლი კობახიძის ავტორობით სახელმძღვანელო, „კონსტიტუციური სამართალი“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს ყველა პირველკურსელს სწავლის დაწყებას და უსურვებს წარმატებულ სტუდენტობას!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა