ბათუმი წიგნისა და განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი წიგნისა და განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება სპორტის სასახლეში, დღეს გაიხსნა და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა.

წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში, დღეს, ოფიციალურად გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოდგენილი, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლებიც. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სასწავლო პროგრამების, გრანტების, სტიპენდიების და სტაჟირებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და მოეწყო სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი პროგრამები. ღონისძიებას, ჯამში, 3000-მდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც პროფესიული განათლებით დაინტერესებულები იყვნენ.

„BATUMI BOOK AND EDUCATION 2024“-ი საგამოფენო კომპანია „EXPO BATUMI“-ის ორგანიზებით იმართება. მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა.

წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში, კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მარტს დასრულდება. დაინტერესებული პირები სპორტის სასახლეში უნდა მიხვიდეთ.

მეტის ნახვა