ბაღების ავტორიზაციის საკითხები

ბათუმში მოქმედი 36-ვე საჯარო და კერძო ბაღები იმ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებმაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეს. სია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ბაღებს საქმიანობის უფლება განრიგით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლამდეც აქვთ. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის დაწყებამდე ადმინისტრაციებმა სპეციალური თვითშეფასების კითხვარი შეავსო, სადაც ბაღის დადებითი მხარეები და გამოსასწორებელი საკითხები აღწერეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025 წელს უნდა დაიწყოს და 2030 წლამდე უნდა დასრულდეს.

მეტის ნახვა