რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო უქმეებზე | ვალუტის კურსი

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ნახვა