ნოემბერში, ფასები 12.5%-ით არის გაზრდილი - საქსტატი

ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი).

მეტის ნახვა