The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს

აჭარული ხაჭაპური

The New York Times აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. ცნობილი ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ აჭარული მათ შორის ყველაზე ცნობილია.

გამოცემა წერს, რომ ამ ხაჭაპურის მოსამზადებლად ტრადიციულად იმერული და სულგუნი გამოიყენება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველის ამერიკაში ყიდვა არც თუ ისე მარტივია, მსურველებს სთავაზობს ისინი მოცარელით, ფეტით და თხის ყველით შეცვალონ.

6-პუნქტიან რეცეპტში დეტალურად არის აღწერილი აჭარულის მომზადების წესი. ეს იმ რეცეპტის ადაპტაციაა, რომელიც კარლა კაპალბოს 2018 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ხაჭაპური და შიგთავსიანი პურები“ გამოქვეყნდა.

მეტის ნახვა