ახალი ამბები • 1714047147
როგორ მოვამზადოთ სტაფილოს წვნიანი | რეცეპტი
კულინარია
1708419960
სტაფილოს წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 ცალი სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 200 გრამი ბოსტნეულის ნახარში
- 80 გრამი ფორთოხლის წვენი
- 1⁄2 ჩ/კ ჯინჯერის ფხვნილი
- 1 ს/კ კარაქი
- 1 ს/კ ქინძი
- გემოვნებით მარილი
- გემოვნებით პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები:
1. კარაქში ხახვი და ნიორი მოვთუშოთ შემდეგ დავაყაროთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო და დაველოდოთ სტაფილოს დარბილებას.
2. როცა სტაფილო მზად იქნება დავუმატოთ ბოსტნეულის ნახარში თუ ბოსტნეულის ნახარში არ მოგეპოვებათ დაუმატეთ "გალინა ბლანკას კუბები" შემდეგ დავუმატოთ ფორთოხლის წვენი მარილი პილპირი და ჯინჯერის ფხვნილი და დაველოდოთ ადუღებას
3. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ წვნიანი და ჩავასხათ ბლენდერში დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დავაბლენდეროთ.
გემრიელად მიირთვით!
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა