როგორ მოვამზადოთ აჭარული სინორი მხოლოდ 10 წუთში? - მარტივი რეცეპტი

აჭარული სინორი

სინორის მოსამზადებლად ადრე, მაღალმთიან აჭარაში საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს იყენებდნენ. ახლა მის მოსამზადებელი შეგიძლიათ სომხური ლავაში გამოიყენოთ და კერძი 10 წუთში მზად იქნება.

ინგრედიენტები:

  1. ნიორი - 2.00 კბილი
  2. მარილი
  3. კარაქი - 250.00 გ
  4. ნადუღი - 500.00 გ
  5. სომხური ლავაში - 1.00 ფირფიტა

მომზადების წესი

  • დაჭერით სომხური ლავაშიგრძელ ზოლებად, თითოეული ზოლი გადაახვიეთ პატარა რულეტებად. რულეტები გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე.
  • ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთნადუღი, ცოტაოდენი წყალი, მარილიგემოვნებით, დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი (სურვილისამებრ) და ურიეთ, სანამ არ ადუღდება.
  • როგორც კი მასა ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით ლავაშის რულეტებს იმდენი, რომ რულეტები ნახევრად დაფაროს.
  • ტაფა მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ რულეტებს ზედაპირი არ დაებრაწება.
  • სუფრასთან მიტანის წინ მოასხით გამდნარი კარაქი.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა