ახალი ამბები • 1714047147
შემზარავი ფაქტი - 14 წლის შშმ გოგოს მამინაცვალი აუპატიურებდა
კრიმინალი
1639480682
"TV25"-ის ინფორმაციით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს მამინაცვალი აუპატიურებდა. შემზარავ შემთხვევაზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის მეოთხე განყოფილება აწარმოებს.
საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მამინაცვალი უკვე იმყოფებოდა. "TV25"-ის ინფორმაციით, საქმეში კიდევ ორი პირი ფიგურირებს, რომლებიც ასევე, მოზარდზე სექსუალურად ძალადობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე გამოძიებას ბათუმის მეოთხე განყოფილება აწარმოებს ფაქტი სავარაუდოდ, აჭარაში არ დაფიქსირებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა