"ტოიოტა ცენტრი ბათუმში" სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ეს პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ფილიალში ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მომხმარებლები მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა მანქანის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.

სივრცის გახსნასთან ერთად, პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს, რომელიც განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით. მანქანა წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით, არის მაქსიმალურად ეკომეგობრული, ინტერიერის ძირითადი ნაწილი კი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.

ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში.

მეტის ნახვა