"თეგეტა აკადემიამ" ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა. ავტორიზებული კოლეჯი „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.

პროექტის ფარგლებში, 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.

„თეგეტა აკადემიამ“ გამოფენაზე სწორედ ეს პროგრამა წარუდგინა დამწრეებს, ასევე გააცნო ელექტუდის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. დაინტერესებულებს ღონისძებაზე საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე „კარიერული პერსექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებით. მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ დასაქმებულების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და ერთმანეთს ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარონ.

მეტის ნახვა