ხვალ, ბათუმში "იუსკის" მეორე ფილიალი გაიხსნება

სულ მალე, ბათუმს „იუსკის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატება. ახალი სივრცე პუშკინის 33 ნომერში, ხვალ, გრანდიოზულად გაიხსნება. სკანდინავიური ბრენდი მომხმარებლებს 13:00 საათიდან, 60-დან 70 პროცენტამდე ფასდაკლებას შემოგთავაზებთ.

სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია ბათუმში უკვე 7 წელია ოპერირებს. წარმატებული საქმიანობის შედეგად კი, „იუსკი“ ქალაქში მეორე ფილიალს ხსნის. გრანდიოზული ღონისძიება ხვალ, 13 საათზეა დაგეგმილი. გუნდის წევრები პუშკინის 33 ნომერში გელოდებათ და ბევრ სიურპრიზსა და ფასდაკლებას გპირდებათ.

გახსნასთან დაკავშირებით, 50 პროცენტამდე ფასდაკლება იმოქმედებს „იუსკის“ სხვა ფილიალებშიც: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. შეღავათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება.

„იუსკი“ ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“. ქსელის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა, რომლის სრული ასორტიმენტი ევროსტანდარტითაა გამყარებული. ამ ეტაპზე, JYSK-ის 52 ქვეყანაში, 2 ათას 800-ზე მეტი მაღაზია აქვს, 25 ათასზე მეტი თანამშრომლით.

მეტის ნახვა