"კერხერი" ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" სპონსორი გახდა

კერხერი „ლანჩხუთის“ ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა. გერმანულ კომპანიასა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტით კერხერი ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებასა და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კერხერმა ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბთან მემორანდუმი გააფორმა. სასპონსორო შეთანხმების ფარგლებში, გერმანული კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საფეხბურთო კლუბის ფინანსური მხარდაჭერისა და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნაზე.

მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ქართულ სპორტში, განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა კლუბს უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს და სპორტული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელებისთვისაც. სპონსორობით კერხერმა გუნდს მოტივაცია აუმაღლა, რაც ქალებს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.

„კერხერი“ დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც 80 ქვეყნის 150 ფილიალში 15 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „ლანჩხუთი“ კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა საფეხბურთო კლუბია. გუნდი ქვეყნის სამგზის ჩემპიონი, ასევე თასის ორგზის მფლობელი და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.

მეტის ნახვა