ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი - ვემსახურებით თქვენს ჯანმრთელობას

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი - ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა აჭარაში, რომელმაც პერინატალური მომსახურების მესამე დონე მიიღო. კლინიკაში, თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით, ორსულთა, დედათა და ჩვილბავშვთა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე შემთხვევების მართვა წარმატებით ხორციელდება. ფეხმძიმეებს ბაუ საშუალებას აძლევს მთელი ორსულობის პერიოდში, გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში იყვნენ.

ნაყოფის განვითარება და ახალშობილის მოვლა, როგორ უნდა იკვებებოდეს მომავალი დედა ორსულობის პერიოდში, რა ფიზიკური აქტივობები და ვარჯიშებია მიზანშეწონილი და აუცილებელი,  - მომავალ, ახალბედა და უკვე გამოცდილ დედებს მშობელთა სკოლაში საშუალება აქვთ ამ და მათთვის საინტერესო სხვა მრავალ კითხვაზე მიიღონ პასუხი, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოემზადონ მშობიარობისათვის. მშობელთა სკოლის უფასო კურსები ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში ამოქმედდა.

ორსულობის მე-12 კვირამდე, მომავალს დედებს საშუალება აქვთ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში აღრიცხვაზე მივიდნენ და მთელი ორსულობის განმავლობაში რეგიონის საუკეთესო მეან-გინეკოლოგიების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჰოსპიტალი ჩართულია  ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, ფეხმძიმესთვის 8 ვიზიტი უფასოა.

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი პერინატალური მომსახურების მესამე დონის კლინიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებაში ყველა პირობაა ორსულთა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევების წარმატებული მართვისთვის. კლინიკაში ერთ ჭერქვეშაა მოქცეული ყველა სახის სამედიცინო სერვისი და მომსახურება.

ადგილი, სადაც სასწაულებს ახდენენ - ასე ეძახიან მადლიერი მშობლები ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეონატოლოგიურ განყოფილებას. ნეონატოლოგების პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როცა 26-ე-28 -ე კვირაზე დაბადებული 500, 550 გრამიანი ახალშობილი გამოჯანმრთელებული გაეწერა კლინიკიდან. დღენაკლულ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატარებზე ბაუში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ.

უსაფრთხო და კომფორტული გარემო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, თანამედროვე აპარატურა და გამართული ინფრასტრუქტურა - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც მომავალი დედები ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალს ირჩევენ. კლინიკაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა, ისე საკეისრო კვეთა. მოქმედებს კერძო დაზღვევაც.

მეტის ნახვა