5 საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცე თბილისში

სივრცე

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში თბილისში არაერთი ახალი საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა. მსგავსი დაწესებულებები განსაკუთრებული პოპულარობით თვითდასაქმებულებსა და ანტრეპრენერებს შორის სარგებლობს. ამის მიზეზი კომფორტული, პროდუქტიული სამუშაო გარემო, ფინანსური უპირატესობები და კავშირების გაჩენის უნიკალური შესაძლებლობებია.

თუ თქვენც ხართ ამ იდეით დაინტერესებული და საერთო სამუშაო სივრცეში გადასვლას განიხილავთ, მაშინ დღევანდელი მიმოხილვა აუცილებლად დაგეხმარებათ. ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი 5 საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცეს თბილისში. მოგიყვებით, რა ტიპის სერვისებს გთავაზობენ ისინი და რა გამოარჩევთ სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან.

D Block

D Block-ი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჰოლდინგის, აჭარა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი საერთო სამუშაო სივრცეა. სასტუმრო სტამბის შენობაში მოწყობილი სამუშაო გარემო სტუმრებს მრავალფეროვან, კომფორტულ და უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილ სივრცეს სთავაზობს. D Block-ი სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, მათ შორის, ხელოვან, შემოქმედებით ადამიანებს, სტარტაპებში, საგანმანათლებლო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს.

D Block-ის სერვისები

სერვისები მორგებულია როგორც სხვადასხვა ზომის გუნდზე, ისე ცალკეულ ინდივიდზე. საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ, თქვენზე მორგებული პაკეტი აარჩიოთ. D Block-ში დასაშვებია, როგორც მაგიდის დღიურად ქირაობა, ისე თვიური აბონიმენტის აღება, რომელიც მთელი თვის განმავლობაში სივრცეზე ულიმიტო წვდომას გულისხმობს. D Block-ში მუშაობა ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო საათებში და შაბათ-კვირასაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება პატარა და საშუალო ზომის გუნდებს, მათ იზოლირებული საოფისე სივრცის დაქირავება შეუძლიათ, რაც
კომფორტსა და გუნდურობას შეუნარჩუნებთ. ერთი სიტყვით, თუ პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ სამუშაო სივრცეს ეძებთ, D Block-ი საუკეთესო არჩევანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

TBC Concept

TBC Concept-ის მიზანია, ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად. მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის ქუჩაზე, ბანკის სათავო ოფისში
მდებარეობს. ეს არის გარემო, სადაც მომხმარებელს არამხოლოდ ბანკის სერვისებით სარგებლობა, არამედ სოციალიზაცია და ახალი ადამიანების გაცნობაც შეუძლია.

რა დაგხვდებათ TBC Concept-ში

TBC Concept-ი 24-საათიან რეჟიმში, მთელი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებს. კომპლექსში თავმოყრილია ყველა ის სივრცე, რომელიც საქმის ხარისხიანად შესრულებასა და სამსახურისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ. აქ დაგხვდებათ ბიბლიოთეკა, მაღაზია, კაფე და საგამოფენო დარბაზები. ამგვარად, შესვენების დროც პროდუქტიულად შეგიძლიათ გამოიყენოთ და საკუთარ თვითგანვითარებაზე იზრუნოთ.

Terminal

Terminal-ი რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა. თბილისში უკვე Terminal-ის ექვსი, ხოლო ბათუმში - ერთი ფილიალია. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, სამუშაო ადგილი თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ ლოკაციაზე აირჩიოთ. დაგვეთანხმებით, ტერიტორიული სიახლოვე ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა
სამუშაო გარემოს არჩევისას.

რას გთავაზობთ Terminal-ი

Terminal-ი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც ქვეყანაში საერთო სამუშაო სივრცის იდეა განავითარა. აქ დაგხვდებათ კომფორტული, გემოვნებიანად მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცე, ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები, კერძო ოფისები, საკონფერენციო და შეხვედრის დარბაზები. განტვირთვისთვის შეგიძლიათ, კაფე-ბარს ესტუმროთ სადაც ახალი კავშირების გაჩენის შესაძლებლობა გექნებათ. სივრცე 24/7-ზე ფუნქციონირებს და ნებისმიერ დროს შეძლებთ მუშაობას.

Impact Hub Tbilisi

Impact Hub Tbilisi ფაბრიკაში, ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ქარხანაში მდებარეობს. ის ნაწილია საკომუნიკაციო სივრცის, რომელიც კაფე-ბარებს, სასტუმროებს, სტუდიებსა და გალერეებს აერთიანებს. Impact Hub Tbilisi გლობალური ორგანიზაციის წევრია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 5 კონტინენტსა და 86 ლოკაციაზე აქვს ფილიალი გახსნინლი.

Impact Hub Tbilisi - კონტაქტების შეძენის საუკეთესო შანსი

აქ დაგხვდებათ კომფორტული, მეგობრული გარემო, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და მაღალი სისწრაფის ინტერნეტით. Impact Hub Tbilisi-ს წევრებს წვდომა აქვთ საოფისე სივრცეებზე, შეხვედრების ოთახებზე, კერძო სათავსოებსა და სამზარეულოზე. ლოკაციიდან გამომდინარე, ეს არის საუკეთესო ადგილი კონტაქტების გასაჩენად, რაც თქვენი ბიზნესის წარმატებას განაპირობებს.

ANO

თუ ორიგინალურ სამუშაო სივრცეს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ ANO-ს შესახებ. ANO იაპონური საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა პროფილის საინტერესო ადამიანები. იაპონელ პროფესიონალებთან ერთად მუშაობით ბევრი რამ შეიძლება ისწავლოთ, რაც თქვენს ბიზნესსაც დაეხმარება.
სივრცე აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროდან სამი წუთის სავალზე მდებარეობს.

ANO - ახალი ტიპის სამუშაო სივრცე

ANO-ს მიზანი პროდუქტიულ სამუშაო სივრცის შექმნასთან ერთად განსხვავებული ტიპის სამსახურებრივი გარემოს შექმნაა, სადაც საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის და ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ხელმისაწვდომია ყოველკვირეული და ყოველთვიური პაკეტები, რომლებიც სპეციალურად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული.

შეჯამება

როგორც ხედავთ, თბილისში არაერთი საინტერესო საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც კომფორტულ, პროდუქტიულ, თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფილ სამუშაო გარემოს გთავაზობთ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაიცნოთ ახალი ადამიანები, შეამციროთ თქვენი ხარჯები და იმუშაოთ კეთილმოწყობილ გარემოში.იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები თქვენზე მორგებული სამუშაო სივრცის პოვნაში დაგეხმარებათ.

მეტის ნახვა