ტაივანში, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

მიწისძვრა

ტაივანში, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 25 პირი. ეს კუნძულზე, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველზე მძლავრი მიწისძვრა იყო.

როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი მცირე დასახლება - ჰუალიენი იყო, სადაც შენობების ნანგრევებში სულ მცირე 20 ადამიანია მოყოლილი.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღებია მოსალოდნელი.

მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოც იტყობინება.

მეტის ნახვა