საბერძნეთში გამოავლინეს ქართველთა კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც სახლებს ძარცვავდნენ

დაკავება საბერძნეთში

საბერძნეთში გამოავლინეს ქართველთა კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც სახლებს ძარცვავდნენ. ქურდობის ფაქტები ატიკის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა. 

ბერძნული მედია ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ უშიშროების სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი დევნის სამმართველომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 ქართველი წევრი, 2 აპრილს, ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა.

დაკავებულია 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი. მათ ლიდერად კი, 44 წლის კაცი დასახელდა.

გამოცემის ცნობით, დაკავებულები სამიზნე სახლებსა და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდესაც ისინი სახლს ტოვებდნენ, იყენებდნენ ინფორმატორებსა და მამხილებლებს, როგორც ქურდობამდე, ასევე ქურდობის დროსაც. ისინი იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ.

სამართალდამცავებმა სახლებისა და ფიზიკური ჩხრეკისას ამოიღეს: მანქანა, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონებისა და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და ძვირფასეულობა.

გამოძიებიდან დაწყებიდან დღემდე, გახსნილია ძარცვისა და სახლებიდან ქურდობის 16 ფაქტი. ეკონომიკური სარგებელი 690 000 ევროზე მეტს შეადგენს.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს, პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს.

მეტის ნახვა