პოლონეთში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - მათ დეპორტაცია ემუქრებათ

დაკავება

პოლონეთში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

გამოცემა ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის ოფიცრებმა სულ 84 უცხოელი შეამოწმეს. ქვეყანაში ყოფნის კანონიერება ოთხმა დაარღვია. დაკავებულთაგან ორი კოლუმბიის, ორი კი საქართველოს მოქალაქეა.

დამნაშავეები უკვე გაათავისუფლეს და მათ 30 დღის ვადაში პოლონეთის რესპუბლიკის დატოვება დაევალათ. ასევე აეკრძალათ პოლონეთსა და შენგენის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხელახალი შესვლა 6 თვიდან 1 წლამდე.

"უცხოელებმა არ დატოვეს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორია მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ყოფნის დასაშვები პერიოდი, რომლის უფლებაც ჰქონდათ ვიზის გარეშე. დაბრუნების ვალდებულებასთან დაკავშირებით სამართალწარმოება დაიწყო ყველა უცხოელის წინააღმდეგ, შემდეგ კი გამოიცა გადაწყვეტილებები ნებაყოფლობით გამგზავრებით 30 დღის ვადაში, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის და შენგენის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხელახალი შესვლის აკრძალვის შესახებ, ვადით 6 თვიდან 1 წლამდე" - ამბობს ნადვიშლანსკის სასაზღვრო დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, კშიშტოფ გრჟეხი.

მეტის ნახვა