პოლონეთში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დაკავება პოლონეთში

პოლონეთში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარშავაში მოხდა. პოლიციამ, ეჭვმიტანილი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა.

35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა.

ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მეტის ნახვა